Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

,,უმაღლესი განათლების  შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის,  53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის,  ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის  −  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის   ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9. მე-11 და მე-12 პუნქტებისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსის  2025  წლის   2  აპრილის   N7952/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2024- 2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დასკვნითი გამოცდების შედეგების განხილვისა  და შესაფასების მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) შოთა  ფოთოლაშვილი - უნივერსიტეტის  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი;
ბ) პეტრე ბაბილუა - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
გ) მაია ბიწკინაშვილი - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
დ) სალომე დუნდუა - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეკანი - კომისიის წევრი; ე) თამარ ზარანდია - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
ვ) დარეჯან თვალთვაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
ზ) გიორგი ღაღანიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი; თ) მზია წერეთელი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - კომისიის წევრი;
ი) მაია ჩიღვინაძე - საგამოცდო ცენტრის უფროსი - კომისიის წევრი;
კ) ნატალია ბარათელი - უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საგანმანათლებლო პროცესის ხარისხის კონტროლისა და შეფასების ცენტრის ხელმძღვანელი - კომისიის მდივანი.
2. წინამდებარე ბრძანების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის და დაინტერესებული პირებისათვის გაცნობა და     გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი  ნინო გვენეტაძე